შემთხვევა
ძაღლებმა ზვავის ქვეშ მოყოლილი მოთხილამურეები გადაარჩინეს
შვეიცარიის ალპებში ავერსის ხეობაში სიარულის დროს ორი მოთხილამურე ზვავში მოჰყვა. წყვილი თოვლის სქელი ფენით იყო დაფარული და დამოუკიდებლად იქიდან გამოსვლის შანსი არ ჰქონდათ. საბედნიეროდ მათმა ძაღლებმა, რომლებიც თან ახლდნენ ზვავიდან გაქცევა მოახერხეს, ისინი გრძნობდნენ, რომ პატრონებს საფრთხე ემუქრებოდათ და ყეფით ცდილობდნენ ყურადღების მიპყრობას.

სხვა მოთხილამურები, რომლებიც ამ ხეობის ერთ-ერთ მარშრუტზე იყვნენ. დაინტერესდნენ ძაღლების საქციელით, როდესაც ისინი შემთხვევის ადგილს მიუახლოვდნენ, მაშინვე მიხვდნენ, რაც მოხდა, მათ 15-20 წუთი დასჭირდათ იმისათვის, რომ ზვავში მოყოლილი ტურისტები თოვლიდან გამოეყვანათ.
დაზარალებულები, რომლებსაც კიდურები ქონდათ დაზიანებული საავადყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ ემუქრება,



Print