Error
შემთხვევა
ჭიათურაში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ
ჭიათურაში მედიაჰოლდინგ "კვირის" გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტზე ინფორმაციას თავად "კვირა" ავრცელებს და წერს, რომ უცნობმა პირებმა ოპერატორს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"კვირის" ჟურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი ორი ადამიანი იყო, რომელთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავდასხმის მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელეს, რომ სოფელში გადამღები ჯგუფის სტუმრობა არ სურდათ.

,,ჩამოვედით ჭიათურაში და სიუჟეტისთვის მასალების მოგროვება დავიწყეთ. გამოკითხვები გავაკეთეთ, ხალხი ჩავწერეთ და ერთ-ერთ რესპონდენტთან რომ მივდიოდით, რომელთანაც წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები ჩაწერაზე, უკან უცხო მანქანა აგვედევნა. მომენტალურად უმატებდნენ სიჩქარეს და იმიტაციას აკეთებდნენ, თითქოს გვეჯახებოდნენ. დანიშნულების ადგილას რომ მივედით, ეს უცხო პირები უცებ გადმოცვივდნენ მანქანიდან და ჩვენი მისამართით გინება დაიწყეს. ვცდილობდით ჩვენი საქმე შეგვესრულებინა, თუმცა ხელს გვიშლიდნენ მიზანმიმართულად და როდესაც ჩემმა ოპერატორმა სანდრომ კამერა ჩართო, მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნასვამები იყვნენ და საკმაოდ აგრესიულები", – ამბობს ჟურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულმა მედიის წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს. მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღები ჯგუფი ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.


Print