ახალი ამბები
ასპინძა–ახალქალაქის გზაზე მიკროავტობუსი ამობრუნდა
დღეს, 3 თებერვალს, ასპინძა–ახალქალაქის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს როგორც მიკროავტობუსის მძღოლი ამბობს, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის დროს მანქანაში ორი ადამიანი, სავარაუდოდ ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ტრანსპორტიდან გამვლელებმა ამოიყვანეს.


Print