შემთხვევა
12 წლის გოგონა მესამე სართულის აივნიდან გადავარდა
უბედური შემთხვევა რუსთავში გვიან ღამით მოხდა, 12 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივნიდან გადავარდა.
დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარებაკლინიკა "რუსთავში" აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკაში ამბობენ, რომ გოგონას მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები, ასევე ხერხემლის დაზიანება აღენიშნება.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული.

Print