შემთხვევა
ხანძარს ზუგდიდში, ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, ბინაში გაჩნდა, რის შედეგადაც სახლში მყოფი 42 წლის, ვალერი ვ. დაიღუპა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ხანძრის გაჩენის ერთერთი ვერსიაა - ელექტრო გამათბობელი, რომელიც კაცს ჩართული ჰქონდა და სავარაუდოდ ცეცხლი სავარძელს იქიდან გადაედო.
ადგილობრივებმა სამაშველო სამსახური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

საცხოვრებელი სახლი მთლიანად დამწვარია. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

Print