შემთხვევა
ქუთაისში პიროტექნიკით არასრულწლოვანი დაშავდა
ქუთაისში 13 იანვარს პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა.

აქედან ერთი არასრულწლოვანია.

"ბავშვს თვალ-ბუდის დაზიანება აღენიშნება, მეორე მამაკაცია და გულ-მკერდის არეში ჭრილობა აქვს. ორივე გადაყვანილია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში", - ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქუთაისის ცენტრის დირექტორი მაია რუხაძე.

ახალი წლის დღეებში ქუთაისში ჯამში ექვსი ადამიანი დაშავდა. აქედან ერთი გარდაიცვალა.

მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

წყარო: www.kutaisipost.ge


Print