შემთხვევა
სურამულამ ხაშურსა და სურამში სახლები დატბორა
სტიქია შიდა ქართლში,  წვიმის შედეგად ადიდებულმა სურამულამ სურამსა და ხაშურში ეზოები დატბორა. წყლით დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. წყალში დგას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, იზარალეს მეწარმეებმაც - შეცვლილი კალაპოტის გამო მდინარე სურამულამ სათბურები დატბორა, ნაწილი კი წაიღო.
Print