შემთხვევა
81 წლის მოხუცი დააყაჩაღეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში 81 წლის მოხუცი დააყაჩაღეს. ახლობლების განცხადებით, შეირაღებული თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და 500 ლარი წაიღეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.

Print