შემთხვევა
8 წლის ბავშვი ე.წ. კისტის თოფიდან გასროლით დაიღუპა
ტრაგედია საჩხერეში. 8 წლის ბავშვი ე.წ. კისტის თოფიდან გასროლით დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც ერთერთ მათგანს შემთხვევით ტყვია გაუვარდა.
შსს მომხდარს ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. როგორც უწყებაში აცხადებენ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Print