შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის გოგო ემსხვერპლა
ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის გოგო ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი შეეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 18 წლის გოგო მართავდა. ის ჩქარა მოძრაობდა და ბენზინგასამართი სადგურიდან გამომავალ სატვირთოს დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი დაშავებული არ არის.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

Print