შემთხვევა
წყლის არხში ქალის ცხედარი იპოვეს.
დუშეთში, წყლის არხში ქალის ცხედარი იპოვეს. საქმე სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევას ეხება, პირველადი დათვალირებით ქალს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Print