შემთხვევა
გორში ხანძრის ჩაქრობას 12 სახანძრო ეკიპაჟი ცდილობს

გორში ხანძრის ჩაქრობას 12 სახანძრო ცდილობს , ამ დროისთვის დაშავებულების თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება,

ხანძარი სრულად ლიკვიდირებული არ არის, ამ დრომდე მიმდინარეობს ღია კერების ჩაქრობა. გორის ბაზრობაზე 200-მდე მოვაჭრე მუშაობს, თუმცა ბოლო პერიოდში, დაწესებული შეზღუდვების გამო ბაზრობა დაკეტილი იყო, შესაბამისად მოვაჭრეები გამორიცხავენ, ცეცხლი ელექტროსადენებიდან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ადგილზე მივიდა მუნიციპალიტეტის მერიც, რომელიც ამბობს, რომ ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, დადგინდება ზარალის რაოდენობაც და შემთხვევის გამომწვევი მიზეზიც.

 


Print