შემთხვევა
თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 09:37 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო. ასევე მიწისძვრა იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში.
ამ დროისთვის მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Print