შემთხვევა
აფეთქება ახალციხეში - დაშავდა 2 ადამიანი
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან "იმერეთში" აფეთქება მოხდა. კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქების ძალამ მთელი რესტორანი დააზიანა. პირველადი ინფორმაციით, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან, მეხანძრე-მაშველებმა ორი ადამიანი გამოიყვანეს. ორივე მათგანი კონტაქტური იყო. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს

"ვიჯექი სახლში და უცებ მთელი კორპუსი თითქოს აიწია, მთელი კარ-ფანჯრა თავისით გაიღო. მიწისძვრა გვეგონა, ჩამოვედით და თურმე გაზმა გაჟონა. კორპუსს ძირი აქვს გამოცლილი. სად უნდა წავიდეთ ამ ღამე არ ვიცით. "- ამბობს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
დაზიანებული კორპუსის 30-მდე მაცხოვრებელი სასტუმროებში გადაჰყავთ, მათ დაბინავებას ახალციხის მერია უზრუნველყოფს. მერის მოადგილის გურამ მელიქიძის განმარტებით, ისინი უკან დაბრუნებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ექსპერტები დაადგენენ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უასფრთხოა.

წყარო https://tv9news.ge/
Print