Error
შემთხვევა
ავარიას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზის სავალი ნაწიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.


დაღუპულია 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები, გარდაცვლილები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათიდან არიან.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


 

Print