შემთხვევა
ქუთაისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ნიკიას ქუჩაზე, ე.წ გარადოკის კორპუსებში მოხდა.
ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე გაჩნდა და ის ამჟამად ლიკვიდირებულია. გარდაცვლილია მამაკაცი.

მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

Print