Error
შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევა ნინოწმინდის საბაჟოსთან
საქართველო-სომხეთის საზღვართან, ტრაილერი გადაბრუნდა. მძღოლს სატვირთო ყინულზე მოუცურდა. შემთხვევა ოთხ დეკემბერს, სოფელ ეფრემოვკასთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, დატვირთული სატვირთო რუსეთიდან სომხეთში მიდიოდა.

შსს-ში ამბობენ, რომ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

წყარო https://tv9news.ge/

Print