შემთხვევა
სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
სამეგრელოში, ჩხოროწყუ-მუხურას გზაზე, სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს ამ დროს პაციენტი გადაჰყავდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.

შსს-ს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
Print