შემთხვევა
ქარელში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციით 2 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მუშები იყვნენ, რომლებიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, შემთხვევა ამირეჯიბის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა. საცხოვრებელ სახლში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.


Print