შემთხვევა
ბათუმში, კოვიდ სასტუმროში პაციენტმა ექთანს დაზიანებები მიაყენა
ბათუმის, ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში გვიან ღამით პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ამის შემდეგ პაციენტმა თვითდაზიანება მიიყენა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტმა ექთანს ძლიერი მედიკამენტი მოსთხოვა, რაც მისთვის არ იყო განკუთვნილი. კოვიდ სასტუმროდან პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება ექთანს, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ექთანი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

Print