შემთხვევა
ახალდაბელი რეინჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა. რეინჯერს ხე დაეცა.

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ, თეიმურაზ ლომიძე საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
"რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე 2006 წლიდან მუშაობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. იგი საკუთარი საქმის მცოდნე, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და თავდადებული შრომით გამორჩეული თანამშრომელი იყო", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში ეს უკვე მეორე შემთხვევაა 2018 წელს ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობისას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.
სიკვდილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ივანე კუპრაძე, ღირსების ორდენით დააჯილდოვა


 

Print