Error
შემთხვევა
მიწისძვრას თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები
თურქეთში მომხდარი 7 ბალიანი მიწისძვრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა იზმირის ბაირაკლისა და ბორნოვის რაიონების შენობები. განადგურდა რამდენიმე სახლი, ერთი კორპუსი მთლიანად ჩამოინგრა. მაშველები აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან 70 ადამიანი გამოიყვანეს



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა სამინისტრომ და დეპარტამენტმა დაიწყეს მუშაობა მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად.

იზმირიდან 50 კმ-ში, , მიწისქვეშა ბიზგებისაგან წარმოქმნილმა ცუნამმა სეფიერიჰისარში დასახლებული უბნები დატბორა.



მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო ნგრევა საბერძნეთშიც გამოიწვია,
ზუსტი ცნობები მსხვერპლისა და გარდაცვლილების შესახებ საბერძნეთში ამ დრომდე არ ვრცელდება.



Print