Error
შემთხვევა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად რამდენიმე შენობა დაინგრა
დასავლეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად იზმირში 10 შენობა დაინგრა ინფორმაციას ამის შესახებ TASS - ავრცელებს, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა იზმირის ბაირაკლისა და ბორნოვის რაიონების შენობები. განადგურდა რამდენიმე სახლი, ერთი კორპუსი მთლიანად ჩამოინგრა. დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს,

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა სამინისტრომ და დეპარტამენტმა დაიწყეს მუშაობა მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად.


Print