შემთხვევა
ახალციხეში ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ახალციხეში, კორპუსში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი დიდიმამიშვილის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე 4 წუთში გამოცხადდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას "მეცხრე არხი" ავრცელებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მისულ მაშველებს შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ."სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე იყვნენ ოთხ წუთში. ცეცხლი ეკიდა საწოლსა და მის გარშემო იატაკს. ხანძარი ლიმვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა სახლში იპოვეს შუა ხნის ასაკის მამაკაცის ცხედარი", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში.

"ფეხები დამწვარი ჰქონდა და სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო" - განუცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმმა სარვარ საფაროვმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.


Print