შემთხვევა
ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი და ავტომანქანა მოიყოლა.
ხელვაჩაურში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. სოფელ ჯოჭოში მიწის მასის ქვეშ სავარაუდოდ, 4 ადამიანი მოჰყვა.


თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.

რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები. მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.

ბათუმში დაიტბორა ქუჩები და მაღაზიებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას. სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.

აჭარაში დამატებით მიემართებიან სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმერეთიდან და თბილისიდან.

ინფორმაციას ამის შესახებ ტვ-25 ავრცელებს.

Print