ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში - დაშავებულია მძღოლი
ბორჯომში, თორის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვების გროვას შეეჯახა. მანქანაში, სადაც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ხელის მოტეხილობით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტრანსპორტი სავარაუდოდ ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრაობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.

Print