ახალი ამბები
ბორჯომელი ახალგაზრდა გარდაიცვალა ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად
გუშინ, 4 სექტემბერს, თბილისში, ფილარმონიასთან კლუბ „დეჟავუს“ აფეთქებას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილი ბორჯომელი გიგა გრიგალაშვილია.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი, აფეთქების ადგილზე მუშა იყო, რომელიც სარემონტო სამუშაოების დროს ადგილზე იმყოფებოდა. უწყების ცნობით, აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, 30 წლამდე კაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




Print