შემთხვევა
ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მამაკაცი ცემაში შემოაკვდათ
ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, ცემაში შემოაკვდათ. მომხდარის გამო დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან თადტაევმა "დეპუტატების" საგანგებო შეკრებაზე განაცხადა, 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ინალ ჯაბიევი ოკუპირებული რეგიონის "სამართალდამცავებმა" დააკავეს. არსებობს ვარაუდი, რომ ის წამების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულს ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ინფორმაციას Эха Кавказа ავრცელებს.

Print