შემთხვევა
ავტომაგისტრალზე ქვეითად მოსიარულეს მაქანა დაეჯახა მძღოლი ადგილიდან მიიმალა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ ნიგოზასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა ავტომანქანის დაჯახების მიუხედავად ადგომა სცადა, თუმცა მას დიდი სისწრაფით მომავალმა კიდევ სამმა მანქანამ გადაურა, რამაც, საბოლოოდ, მისი სიკვდილი გამოიწვია.
გარდაცვლილის ცხედარი გორის პროზექტურაში გადაასვენეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.


Print