შემთხვევა
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-დე გაიზარდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იოსებ ჭელიძის განცხადებით, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის, წინასწარი ინფორმაციით, არასრულწლოვნები არ არიან.
მისივე თქმით, 17 გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან უკვე ამოასვენეს.

"112-ის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება შატილი - ბარისახოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გამოვიდა რეაგირებაზე როგორც სამაშველო, ასევე სამხარეო პოლიცია. ადგილზე მისულებს დახვდა შემდეგი ფაქტი: დაახლოებით 80 მეტრის კლდოვან ფერდზე გადავარდა ბარისახოსკენ მოძრავი მერსედესის მარკის მიკროავტობუსი, სადაც იმყოფებოდა 20 მოქალაქე მძღოლთან ერთად. 3 მოქალაქე, მძიმე დაზიანებებით, ამოიყვანეს და გადაიყვანეს შესაბამის დაწესებულებაში. სამწუხაროდ, 17 გვყავს გარდაცვლილი. გარდაცვლილებიც ამოსვენებულები არიან და გადასვენებულნი არიან. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება,"- განაცხადა ჭელიძემ. კითხვაზე, არიან თუ არა გარდაცვლილთა შორის არასრულწლოვნები, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ "იდენტიფიცრება მიმდინარეობს, ვიზუალურად დათვალიერების შედეგად, ასეთი არ აკვეთება".

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

Print