შემთხვევა
მსხვერპლი მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში
ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა .რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. თვითმხილველები აცხადებენ , რომ დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ ადამიანებს დაეჯახა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


Print