შემთხვევა
3 ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ჩაქვის გზაზე
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ქვეითი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


Print