შემთხვევა
მაშველებმა ჩითახევთან მტკვარში ბავშვის ცხედარი იპოვეს.
უბედური შემთხვევა დღეს სოფელ მუგარეთთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდი მდინარეში საბანაოდ შევიდა და აიხრჩო,

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მოზარდის ცხედარი ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

"შემოვიდა შეტყობინება, რომ წყალში შესული იყო არასრულწლოვანი და ვეღარ ხედავდნენ. საძიებო სამუშაოებში ჩაერთვნენ მაშველები. ცხედარი ნაპოვნია წყალში, ჩითახევჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე", - აცხადებენ პრესსამსახურში.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს


Print