შემთხვევა
მდინარე რიონში დაკარგულ 19 წლის ახალგაზრდას 45 მაშველი და 6 მცურავი საშუალება ეძებს
ფოთში, მდინარე რიონში დაკარგულ 19 წლის ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებში 45 მაშველი და 6 მცურავი საშუალებაა ჩართული.
ამის შესახებ შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ფოთში დაკარგულ 19 წლის ნათია შავაძის ძებნის სამუშაოები როგორც წყალზე, ისე წყლის ქვეშ, მყვინთავების მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საძიებო სამუშაოებში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი.ჩართულია 6 მცურავი საშუალება, საიდანაც 3 აღჭურვილია სპეციალური საძიებო საშუალებით და დამატებით მუშაობს 6 მყვინთავი", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შემთხვევა ფოთში 2 დღის წინ მოხდა მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგო გადავარდა. მომხდართან დაკავშირებით ძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


Print