Error
შემთხვევა
მცირეწლოვანი ბავშვი დენის სადენებს შეეხო და გარდაიცვალა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, ელექტროშედუღების აპარატზე დენის სადენებს ბავშვი მოულოდნელად შეეხო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.


Print