შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან ავტობანზე - დაშავებული 8 ადამიანიდან 5 მცირეწლოვანია
თბილისი – სენაკი – ლესელიძის ცენტრალური ავტობანის შავშვების მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო მინივენი და "აუდის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა. მათგან 5 მცირეწლოვანი ბავშვია.
არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარიის შედეგად დაშავებული 8-ვე მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას (რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) გულისხმობს



Print