შემთხვევა
მიკროავტობუსის მძღოლები, მგზავრის გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შემთხვევა გუშინ საღამოს ახალციხეში მოხდა. ერთმანეთს ახალციხე-თბილისისა და ასპინძა-თბილისის სამარშუტო ხაზებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს

"არ ვიცი რატომ დასცხეს ერთმანეთს. მგონი ერთმა მეორეს მგზავრები "წაართვა" ამბობენ თვითმხილველები".
ორივე მათგანს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ, ძირითადად თავის არეში, თვალსა და კისერზე:
ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და სამართალდამცველები.


Print