შემთხვევა
თბილისში პითონი დაიჭირეს
თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ზოომაღაზიის მეპატრონეს პითონი გაექცა. რის შესახებაც მან მონიტორინგის სამსახურს შეატყობინა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მახრჩობელა გველი საფრთხეს უქმნიდა როგორც ადამიანებს, ასევე ქალაქში ბინადარ ცხოველებს. ინფორმაცია ამის შესახებ მონიტორინგის სააგენტოს Facebook-ზე გავრცელდა. მათივე ცნობით, მიმდებარე ტერიტორიიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც.

„საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და "გრძელი ღამეც" დაიწყო.

დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არცერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი ,,დამნაშავეც" გამოვიჭირეთ.

ჩვენ ბედნიერები, ცოტათი ამაყებიც დავბრუნდით ბაზაზე, წინ კიდევ ბევრი საქმეა“, - წერენ მონიტორინგის სამსახურში.

Print