შემთხვევა
„ჯერჯერობით რთულია ზარალის ოდენობაზე საუბარი, პირველ რიგში, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ სტიქიის ლიკვიდაცია” - ირაკლი ქარსელაძე
ამ დროისთვის 8 მონაკვეთია იდენტიფიცირებული, სადაც მთლიანად ჩაწყვეტილია გზა, სოფელ ნაკიეთთან, სადაც მდინარემ გზის ასმეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა უკვე მოეწყო შემოვლითი გზა, რამაც საშუალება მოგვეცა გავაგრძელოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით,. "ჯერჯერობით რთულია ზარალის ოდენობაზე საუბარი, პირველ რიგში, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ სტიქიის ლიკვიდაცია, რასაც შემდგომში მოყვება აუცილებელი სამუშაოები. არსებული სურათიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაგვჭირდეს, ," - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტროს მოადგილის ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, რომელიც ასევე სტიქიის ზონაში იმყოფება, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი ავარიულ რეჟიმში მიეწოდება და თუ სტიქია არ განმეორდა, წყალმომარაგების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ოპერატიულად დაიწყება.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


Print