შემთხვევა
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი მაშველებმა თეთრიწყაროს ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.
სამართალდამცველებმა ოჯახს მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს.

ხუთი დღის წინ დაკარგული 23 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში დღეს ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვნენ. ამას წინ უძღოდა დაკარგული გოგოს ოჯახისა და ახლობლების საპროტესტო აქცია.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.

Print