Error
შემთხვევა
უკრაინაში, ავტობუსის გამტაცებელი დაკავებულია და მძევლები გაათავისუფლეს
უკრაინაში, ქალაქ ლუცკში ავტობუსის გამტაცებელი დაკავებულია და მძევლები გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შს მინისტრზე არსენ ავაკოვზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მინისტრმა "ტვიტერზე" დაწერა და ფაქტის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

ტერორისტს დაახლოებით 10 საათის განმავლობაში, 20 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
Print