შემთხვევა
პრეზიდენტი ზელენსკი იმ ადამიანს დაელაპარაკა, რომელსაც ავტობუსში ადამიანები მძევლად ჰყავს
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იმ ადამიანს დაელაპარაკა, რომელსაც ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსში ადამიანები მძევლად ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა იულია მენდელმა "უკრაინსკაია პრავდას" განუცხადა.

"პრეზიდენტის მამაკაცთან, საუბრის შემდეგ, რომელმაც საკუთარ თავს მაქსიმ "ცუდი" უწოდა, ავტობუსი სამმა ადამიანმა დატოვა და ახლა თავისუფლები არიან. პრეზიდენტი კვლავაც აკონტროლებს ვითარებას", - განაცხადა პრესმდივანმა.
ტერორისტმა, რომელმაც დღეს ქალაქ ლუცკში ავტობუსში მყოფი მგზავრები მძევლად აიყვანა, განცხადა, რომ ავტობუსში მგზავრებს შორის ერთი დაჭრილია. ასევე ავტობუსში იმყოფებიან ფეხმძიმე ქალი და ბავშვი. იუწყება უკრაინული მედია.

გამტაცებლის თქმით, მძევლები ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომლებიც მას უკვე 9 საათზე მეტია დაკავებული ჰყავს. მას ახალი მოთხოვნები ამ დროისვთის არ წამოუყენებია.

ცნობისთვის, უკრაინაში ქალაქ ლუცკში მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

Print