შემთხვევა
ქალი, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა მართვითი სუნთქვის აპარატზე რჩება
ქალის მდგომარეობა, რომელიც გუშინ თბილისში ძაღლმა დაგლიჯა, სტაბილურად მძიმეა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ის მართვითი სუნთქვის აპარატზე რჩება.
"აღენიშნება ნაკბენ-ნაფლეთოვანი ჭრილობები თავ-კისრის არეში, გულ-მკერდის არეში და ორივე ქვემო კიდურზე", - განაცხადა რატიანმა.
არსებული ინფორმაციით, ძაღლი 67 წლის ქალს გუშინ, თბილისში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თავს დაესხა.


Print