შემთხვევა
ბათუმში, ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ
ბათუმში, ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადენ, რომ უწყებაში შეტყობინება დღეს დილით შევიდა.
ზღვაში არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული. კერძოდ: სამძებრო სამუშაოებს ორი სკუტერი, ორი ნავი, სამი მყვინთავი ახორციელებს. მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება. ამასთან, დრონით ხორციელდება პერიმეტრის კონტროლი.


Print