შემთხვევა
აღმაშენებლის გამზირზე მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახებისას 4 ადამიანი დაშავდა
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. დაშავდა 4 ადამიანი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.


Print