შემთხვევა
ხანძარი ბორჯომში. ჩარხისწყალზე ბინები იწვის
დღეს საღამოს ხანძარი გაჩნდა ბორჯომში, ჩარხისწყალზე, ნიკოლაძის ქუჩის პირველ შესახვევში ცეცხლი გაუჩნდა პურის საცხობს. საიდანაც მალევე ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე გადავიდა.
ხანძრის ლოკალიზებაში ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო სამსახურთან ერთად ახალციხისა და ხაშურის სახანძრო-სამაშველეო ბრიგადებიც ჩართვნენ.
ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.



Print