შემთხვევა
ე. წ. ქურდული გარჩევის დროს 45 წლის მამაკაცი მოკლეს
ფოთში, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცს მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები აქვს მიყენებული. შემთხვევას კი წინ ე. წ. ქურდული გარჩევა უძღოდა.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა.
,,პაციენტი 112-ი ბრიგადამ საავადმყოფოში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი,მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანა და მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებისა, პაციენტი გარდაიცვალა," - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




26 წლის მამაკაცის მკველობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

გორში პოლიციელი მოკლეს

ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
Print