შემთხვევა
6 წლის ბიჭი წყლით სავსე თხრილში დაიხრჩო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბიჭი წყლით სავსე თხრილში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას გურია ტვ. ავრცელებს.
ადგილობრივებმა ბავშვი რვა საათიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის უკან იმ თხრილში დამხრჩვალი იპოვეს, სადაც მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო, გამაგრებითი სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო,

ოჯახი ოზურგეთში ქირით ცხოვრობდა და ბავშვი ბებია - ბაბუასთან სტუმრად იყო ჩასული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის 115 - ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print