შემთხვევა
გორის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში ძლიერმა ქარმა 20 - მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების სახურავებთან ერთად, ქარმა იმ შენობის სახურავიც დააზიანა, რომელიც მერიას საბავშვო ბაღის მშენებლობამდე დაქირავებული აქვს. ძლიერი ქარი და წვიმა სოფელ საქაშეთში დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა.


Print