შემთხვევა
ქუთაისში, კორპუსის ფასადის ჩამოინგრევის შედეგად გამვლელი დაშავდა
ქუთაისში, კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა ბუხაიძის ქუჩაზე მოხდა.
ჩამონგრეული მასალა გამვლელს დაეცა, რის შედეგადაც მოქალაქემ თავის არეში ღია ჭრილობა მიიღო.
ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს და შუახნის ქალი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
მედიკოსების თქმით, ჭრილობა საშიში არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


Print